მოსიყვარულე თუთიყუში აფრიკის კონტინენტზე მობინადრე პატარა ზომის თუთიყუშების სახეობაა.
ეს თუთიყუშები ცხოვრობენ წყვილებად და როგორც წესი ძალიან უყვართ თავიანთი მეწყვილე, რომელთანაც მთელ სიცოცხლეს ატარებენ, სწორედ აქედან მიიღეს თავისი სახელი.
არიან ძალიან აქტიურები, საინტერესოები და ცელქები. ისინი ძალიან სოციალური ფრინველები არიან და აყალიბებენ ღრმა კავშირებს მათ მფლობელებთან თუმცა ზოგჯერ ძალიან ჯიუტებიც არიან.
ზოგიერტი ექსპერტი თვლის, რომ ქალი (მდედრი) უფრო მგრძნობიარეა ეჭვიანობის მხრივ ვიდრე მამრი. ხელზე გაზრდილი პატარა მოსიყვარულეები არიან საუკეთესო სახლის ბინადები, თუმცა საჭიროა მუდმივი წვრთნა და რეგულარული მართვა მათი მოშინაურების შესანარჩუნებლად. მოზრდილ მოსიყვარულეებს, რომლებიც არ არიან ხელზე მიჩვეულნი შეიძლება დაჭირდეთ ძალიან დიდი დრო და მოთმნება გაწვრთნისთვის.
არსებობს საზოგადოდ ცნობილი მითი იმის შესახებ რომ მოსიყვარულეები უნდა გყავდეთ წყვილად, მაგრამ ის განმარტოებითაც იქნება კარგად თუკი იღებს საკმარის სოციალურ ურთიერთობებს, სითბოს და ყურადღებას რაც საჭიროა ოჯახის წევრებისგან. ხოლო თუ თქვენ ვერ ატარებთ საკმარის დროს და ვერ უთმობთ ყურადღებას მას, უმჯობესია უპოვოთ კომპანიონი.
მიუხედავად იმისა, რომ ის არც ისეთი ხმამაღალია როგორც ზოგიერთი დიდი თუთიყუში, მოსიყვარულემ შეიძლება გამოსცეს საკმაოდ მაღალი ხმოვანი წამოკივლებები განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვს თქვენს ყურადღებას..
გაითვალისწინეთ რომ მოსიყვარულე ვერ სწავლობს ლაპარაკს.
გალია
როგორც მინიმუმი, გალია უნდა იყოს 60 სანტიმეტრი სიგრძე და 60 სიგანე (ასევე სიმაღლე) თუმცა, მეტი რა თქმა უნდა, უკეთესია (ამ მხრივ სიგრძე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სიმაღლე). გისოსებს შორის დაშორება კი უნდა იყოს არა უმეტეს 1.27სმ. დან 1.58 სმ.-მდე და უნდა იყოს ორიენტირებული ჰორიზონტალურად, რათა მას საშუალება მიეცეს იცოცოს გალიის მხარეებზე.
მოერიდეთ მრგვალ გალიებს.
მოიმარაგეთ სხვადასხვა ზომის ქანდარები, მათ შორის ბუნებრივი ხის თუკი არის შესაძლებელი რადგან ეს უწყობს ხელს მათ ჯანმრთელობას.
სათამაშოები
მოსიყვარულეები საკმაოდ აგრესიული არიან კბენის მხრივ ამიტომ კარგად უნდა დავფიქრედეთ სათამაშოს შერჩევამდე. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ არ არსებობს მცირე ნაწილები, რომელიც შეიძლება მან გადაყლაპოს.
უსაფრთხო სათამაშოები მოიცავს ხის, აგავის, ტყავის და აკრილის სათამაშოებს, ზარებს და კიბეებს. ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა მუყაოს მილები ქაღალდის რულონებსგან, ქაღალდის ჭიქები და გამომშრალი მაკარონის ფორმები შეიძლება გამოიყენოთ თქვენი მოსიყვარულესთვის.
ისინი არიან ძალიან აქტიურები და თამაშის მოყვარულნი ამიტომ კარგი იქნება თუ ბევრი სათამაშო გექნებათ მათ გასართობად.
კვება
არაბალანსირებული ან არასრული დიეტა არის ძირითადი პრობლემა სახლის ფრინველებში და წარმოადგენს ძირითად დაავადების წყაროს.
არც არსებობს საკმარისი სამეცნიერო კვლევა ფრინველის კვების შესახებ განსაკუთრებით თუკი ეს ეხება სხვადასხვა ჯიშის. ამ ჩამოყალიბების პერიოდში კი ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ჩამოყალიბებული დიეტა სხვა დამატებით საკვებთან ერთად არის საუკეთესო.
ზოგიერთი ფრინველი კი მაშინვე ირჩევს რომელიმე საყვარელ მარცვლოვან მცენარეს რაც კიდევ უფრო ამცირებს კვების ბალანსს. რაც შეეხება ნარჩენ საკვებს (junk food) ჩიტებს ის უყვართ მაგრამ ეს არაა ჯანსაღი არჩევანი.ზოგიერთი სახეობა, ისევე როგორც ტალროვნები და ნიმფები არიან ბუნებრივად სათესლე ქერქიჭამიები, მაგრამ მათთვისაც კი თესლი უნდა შეადგენდეს საკვების მხოლოდ 25 პროცენტს.
გამრავლება
წარმატებული გამრავლებისთვის თითოეული მოსიყვარულე უნდა იყოს პირველ რიგში ჯანმრთელი. ნორმალური და 1დან 5 წლამდე ასაკის.
მათ ესაჭიროებათ ბუდე რომელშიც დადებენ კვერცხებს. მისი შესაბამისი ზომა კი არის 12″x12″x12. შესასვლელი ხვრელი კი დაახლოებით 3 სმ დიამეტრის. სწორი ბუდის მოსამზადებელი მასალა როგორიცაა გახეხილი ქაღალდი, ასევე უნდა გათვალისწინებული.
გამრავლების ასაკის ფრინველები (დედალი) უნდა მოამარაგოთ კალციუმით რომელსაც ის კარგავს კვერცხის დების დროს.
ისინი დებენ 5დან 12 კვერცხამდე. საშუალოდ, მოსიყვარულე ჩიტები გამოჩეკავენ მათ კვერცხებს დაახლოებით 23 დღის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში მდედრები საშუალებას აძლევენ მამრებს რომ გამოკვებონ პატარები გამოჩეკიდან 2 ან 3 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ კი ისინი გამოყავთ. შესაძლოა 6დან 8კვირამდე მათი გამოკვება საჭირო იყოს ხელით სანამ გადავლენ ფეტვზე, რბილ მარცვლეულსა და ხილ-ბოსტნეულზე.
მოსიყვარულე თუთიყუშებს აქვთ ძალიან მოკლე კუდი, მაგრამ ისინი ერთობ საინტერესოდ იყენებენ და ინაზღაურებენ (თუ შეიძლება ასე ითქვას) ამ დანაკლისს: კუდში ისინი ბუდისთვის წვრილ ტოტებს და ხმელ ბალახს ათავსებენ და ისე მიფრინავენ ხოლმე ბუდის ასაგებად.
სქესის გარჩევა
სქესის გარჩევა ერთობ ძნელია. მამალი ოდნავ პატარაა ზომით დედალზე, მისი თავი ოდნავ ზევით არის აწეული და ზევიდან მოპრტყელებულივით, ხოლო დედალს თავის ქალა უფრო მოკლე აქვს, გუმბათისებური.
დედალს აგრეთვე არჩევენ ფართოდ გაშლილი ფეხებით,როცა ის ქანდარაზე ზის. არსებობს უფრო ზუსტი მეთოდი: სპეციალისტები არჩევენ კიდევ სქესს მენჯის ძვლის სიგანით, უფრო განიერი მენჯის ძვლები აქვს დედალს, თუმცა არასპეციალისტს ასეთი მეთოდით გაუძნელდება რაიმეს გაგება.
No comments:
Post a Comment