მთავარი

რა უნდა ვიცოდეთ თუთიყუშის შეძენამდე

თუთიყუშების მოვლა საკმაოდ დიდ დროს და მოთმინებას მოითხოვს. ამისთვის რომ მომზადებული იყოთ.
მოყვანის დღიდან უნდა ეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმოთ. მაგალითად თუ კომპიუტერთან ზიხართ გვერდზე დადგით გალია, ტელევიზორს მასთან ერთად უყურეთ და ა.შ. ისე, რომ ყოველთვის გხედავდეთ და სულ მალე თქვენდამი შიში ნელ–ნელა გაუქრება.
ნუ გამოუშვებთ გარეთ, სანამ კარგად არ მოგეჩვევათ, რადგან შეიძლება შიშით და დაბნეულობით კედლებს შეეჯახოს და რამე დაიზიანოს. თავდაპირველად ჯობია გალიიდან მოიჩვიოთ.
ხელიდან აჭამეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ და მეორე ჯერზე თუ არ გამოვიდა, მესამეზე აუცილებლად გამოვა. როცა უკვე ნახავთ, რომ მას შიში ნელ-ნელა გაუქრა, შეგიძლიათ გარეთაც გამოიყვანო. ოღონდ იძულებით არა. გაუღეთ გალიის კარი და თვითონ გამოვა.
რაც შეეხება გალიაში შესმას, თავიდან, როცა ბოლომდე არ გენდობათ, რთულია, მაგრამ უნდა სცადოთ. მაგალითად ქანდარით ან საკვების ჯამით, ან თუნდაც გალია მიუტანეთ და თვითონ შევა. არასოდეს დაიჭიროთ ხელით, არ ესროლოთ ბალიშები და არ გადააფაროთ ნაჭერი, ან საერთოდ რაიმე მსგავსი ქმედება! ასე ნდობას დაკარგავს და საბოლოოდ შეგიძულებთ!
სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა გალიის რეგულარულად დასუფთავება და წყლის ყოველდღიურად გამოცვლა. სასურველია ნადგამი წყალი ესხას.
თუთიყუშებს ძალიან უყვართ ბანაობა, ამისათვის შეგიძლიათ პატარა ჯამში ჩაასხათ ნელ-თბილი წყალი (შეიძლება მწვანილიც ჩაუდოთ სრული კომფორტისთვის ) და თქვენი თუთო თავისით იბანავებს. თუმცა, ზოგს მოშვებულ ონკანთან ჭყუმპალაობა ურჩევნია.
თუ თუთიყუშის მოყვანა გადაწვეტილი გაქვთ, უნდა ჩამოყალიბდეთ, როგორ კომპანიონს ისურვებდით.
მაგალითად, თუ თქვენთვის ყველაზე მნიშნელოვანი თუთიყუშის ლაპარაკია, ამ შემთხვევაში ჟაკო უკონკურენტოა.
African Grey Parrot Psittacus erithacus  held on hand რა უნდა ვიცოდეთ თუთიყუშის შეძენამდე
ჟაკო
გარდა ამისა, ჟაკო ძალიან დიდ ყურადღებას საჭიროებს პატრონის მხრიდან, თუ ამდენი დრო არ გაქვს გირჩევთ არჩევანი კრამერის თუთიყუშზე გააკეთოთ.
ტალღოვანი თუთიყუშები მოლაპარაკე თუთიყუშების საუკეთესო ხუთეულში შედიან. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ტალღოვნები საკმაოდ ხშირად ხმაურობენ.
bigstock budgie on a hand რა უნდა ვიცოდეთ თუთიყუშის შეძენამდე
ტალღოვანი თუთიყუში
კორელა/ნიმფა ალბათ ყველაზე მოსიყვარულე და მეგობრული თუთიყუშია, ძალიან ადვილად ეჩვევა ადამიანს და ხშირად პატრონს გვერდიდან არც შორდება. ასევე აღსანიშნავია, რომ კორელები სხვებთან შედარებით ნაკლებად ხმაურობენ. თუმცა, თუ ასთმა გაქვთ, კორელასთან სიახლოვე კატეგორიულად არ შეიძლება.
hand train bird xxxlarge რა უნდა ვიცოდეთ თუთიყუშის შეძენამდე
კორელა
ხოლო ვისაც მკვეთრ ფერთა სიჭრელე იზიდავს მათთვის ზედგამოჭრილი მოსიყვარულეები და როზელები არიან. თუმცა ტალღოვნების მსგავსად, მოსიყვარულეების მჭახე ხმაც არ უნდა დაივიწყოთ.
თუთიყუშის კიდევ უამრავი სახეობაა, შეძენამდე გაეცანით მათ სპეციფიკას და დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად იპოვით შესაფერის ფრთოსან მეგობარს.

No comments:

Post a Comment