Saturday, April 18, 2015

როგორ ავარჩიოთ თუთიყუში

როგორ ავარჩიოთ თუთიყუში

რთული წარმოსადგენია, მაგრამ დაახლოებით 100-150 წლის წინ ტალღოვანი თუთიყუში იშვიათობა გახლდათ და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მდიდრებისათვის. ამჟამად, კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეგზოტიკული ფრინველია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვიტთ თუთიყუშის შეძენას, მიჰყევით ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

საფეხურები

  1. 1. ფრინველის შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ მის ქცევას. ფრინველი არ უნდა იჯდეს გაბუსული. თუ სძინავს, ცალ ფეხზე უნდა იდგეს. ბუმბული არ უნდა ჰქონდეს გაბურძგნული ან დაფლეთილი. თვალები უნდა ქონდეს სუფთა და არა ცრემლნარევი. თუ თუთიყუში არ რეაგირებს არაფერზე, შესაძლოა ის ავადაა. გამყიდველმა შეიძლება გითხრათ, რომ ის ნამგზავრებია და დაღლილია, მაგრამ არ დაუჯეროთ მას. რეკომინდირებულია შეიძინოთ ახალგაზდა თუთიყუში, რაც უფრო ახალგაზდაა - მით უკეთესი. იმისათვის, რომ თუთიყუშს ასწავლოთ ლაპარაკი, სასურველია მისი ასაკი 45-60 დღე იყოს.
  2. 2. მამალი თუ დედალი?
    როგორც წესი, ზომაში მამალი თუთიყუშები გაცილებით დიდებია დედლებზე და მათ უფრო განვითარებული აქვთ ბუმბული. ტალღოვანი თუთიყუშის სქესის გაგება ყველაზე მარტივია ერთი ან ექვსი თვის ასაკში. ერთი თვის მამალ თუთიყუშს ნისკარტი მოლურჯო-მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს, დედალს კი მოვარდისფრო-თეთრი. ცოტა მოზრდილი მამლის ნისკარტი ხდება ღია ლურჯი ან მოლურჯო-მოყავისფერო შეფერილობის, დედლების კი ყავისფერი. იშვიათია ფერი არ ემთხვეოდეს სქეს ან იცვლებოდეს ასაკთან ერთად.
  3. 3. ერთი თუ რამდენიმე? 
    ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნისთვის იძენთ თუთიყუშს. თუ ის იქნება თქვენი "მეგობარი" და გაგამხიარულებთ თავისი ლაპარაკით, მაშინ სასურველია ერთი ფრინველი. თუ დღის გრძელ მნაკვეთს არ ატარებთ სახლში, თუთიყუში მოიწყენს ან თუ თქვენ აპირებთ მათ გამრავლებას მაშინ სასურველია შეიძინოთ წყვილი, მამალი და დედალი. უმჯობესია შეიძინოთ სხვადასხვა მშობლებისგან.

No comments:

Post a Comment