თუთიყუშები
Sunday, April 19, 2015
Saturday, April 18, 2015
როგორ ავარჩიოთ თუთიყუში
როგორ ავარჩიოთ თუთიყუში
საფეხურები
- 1. ფრინველის შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ მის ქცევას. ფრინველი არ უნდა იჯდეს გაბუსული. თუ სძინავს, ცალ ფეხზე უნდა იდგეს. ბუმბული არ უნდა ჰქონდეს გაბურძგნული ან დაფლეთილი. თვალები უნდა ქონდეს სუფთა და არა ცრემლნარევი. თუ თუთიყუში არ რეაგირებს არაფერზე, შესაძლოა ის ავადაა. გამყიდველმა შეიძლება გითხრათ, რომ ის ნამგზავრებია და დაღლილია, მაგრამ არ დაუჯეროთ მას. რეკომინდირებულია შეიძინოთ ახალგაზდა თუთიყუში, რაც უფრო ახალგაზდაა - მით უკეთესი. იმისათვის, რომ თუთიყუშს ასწავლოთ ლაპარაკი, სასურველია მისი ასაკი 45-60 დღე იყოს.
- 2. მამალი თუ დედალი?
როგორც წესი, ზომაში მამალი თუთიყუშები გაცილებით დიდებია დედლებზე და მათ უფრო განვითარებული აქვთ ბუმბული. ტალღოვანი თუთიყუშის სქესის გაგება ყველაზე მარტივია ერთი ან ექვსი თვის ასაკში. ერთი თვის მამალ თუთიყუშს ნისკარტი მოლურჯო-მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს, დედალს კი მოვარდისფრო-თეთრი. ცოტა მოზრდილი მამლის ნისკარტი ხდება ღია ლურჯი ან მოლურჯო-მოყავისფერო შეფერილობის, დედლების კი ყავისფერი. იშვიათია ფერი არ ემთხვეოდეს სქეს ან იცვლებოდეს ასაკთან ერთად. - 3. ერთი თუ რამდენიმე?
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნისთვის იძენთ თუთიყუშს. თუ ის იქნება თქვენი "მეგობარი" და გაგამხიარულებთ თავისი ლაპარაკით, მაშინ სასურველია ერთი ფრინველი. თუ დღის გრძელ მნაკვეთს არ ატარებთ სახლში, თუთიყუში მოიწყენს ან თუ თქვენ აპირებთ მათ გამრავლებას მაშინ სასურველია შეიძინოთ წყვილი, მამალი და დედალი. უმჯობესია შეიძინოთ სხვადასხვა მშობლებისგან.
ტალღოვანი თუთიყუში
ტალღოვანი თუთიყუში
სხეულის სიგრძე 16-20 სანტიმეტრი, ფრთის – 9-9,5 მმ-მდე, კუდის – 8-10 სმ. წონა დაახლოებით 40-45 გრამი. კუდის სიგრძის გამო შედარებით დიდი ჩანს. მისი ძირითადი – ბუნებრივი შეფერილობა მწვანეა. თავის წინა ნაწილი და ყელი ყვითელი აქვს. თითო ლოყაზე აქვს თითო ლურჯი ლაქა, ლაქების ქვეშ კი რამოდენიმე შავი წერტილია. თავის უკანა ნაწილი და ზურგის ზედა ნაწილი ღია მწვანეა, მუქი ტალღისებრი ზოლებით დაფარული. ფრთებზე ზოლები უფრო მკვეთრი ხდება, შავი. კუდის ორი ყველაზე გრძელი ბურდღა მუქი ლურჯი ან შავი ფერისაა.
ეს არის ძალიან ლამაზი თუთიყუში, შედარებით მაღალი ფეხებითა და ძლიერი ნისკარტით. ტალღისებრებს გრძელი კიბისებრი კუდი აქვთ. თვალები მუქი ლურჯი, სარტყელი – თეთრი.
ნისკარტი ბარტყებს აქვთ შავი, ხოლო ზრდასრულ ფრინველებს კი თივისფერი, მოყვითალო. ნისკარტის ზედა ნაწილი კარგად აქვთ გამოკვეთილი, რითაც დგინდება ფრინველის სქესი. ზრდასრულ მამალს ის ლურჯი ან მუქი ცისფერი აქვს, მდედრს კი – მოვარდისფრო, უფერული ან მოყავისფრო.
ტალღისებრი თუთიყუში მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია თუთიყუშის მოყვარულებს შორის. ის საკმაოდ ადვილად “თვინიერდება” და პატრონის მონდომების შემთხვევაში “ლაპარაკსაც” დაიწყებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ყველაფერი ძალზე ინდივიდუალურია. შეიძლება ერთმა თუთიყუშმა ლექსების დაზეპირება შესძლოს, მეორემ ორი-სამი სიტყვა ისწავლოს, მესამემ კი საერთოდ ვერაფერი. ამიტომ ყიდვის წინ უნდა წინასწარ მოვემზადოთ იმისათვის, რომ შეიძლება ჩვენი თუთო სრულიად არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორის ყიდვაზეც ჩვენ ვოცნებობდით.
საერთოდ, ფრინველებს ტემპერატურა ყველაზე მაღალი აქვთ – 40-41 გრადუსი, რის გამოც მათი მეტაბოლიზმიც მაღალია. ამიტომ მათ ესაჭიროვებათ კარგი და მუდმივი კვება, რადგან თუნდაც ცოტა ხნით საკვების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფობა და საბოლოოდ სიკვდილიც.
ტალღისებრები იკვებებიან სხვადასხვა მარცვლეულით. სამშობლოში – ავსტრალიაში ისინი ძირითადად კენგურუს ბალახის თესლს ჭამენ. ბუნებაში ამასთან ერთად ისინი დიდი რაოდენობით მრავალფეროვან საკვებსაც პოულობენ – კენკრას, სხვა მარცვლეულს, ტოტებს, ხილს, მცირე მწერებს, რასაც ისინი ვერ ღებულობენ სახლის პირობებში. მიუხედავად ამისა, გალიებში ცხოვრება მათ არ უძნელდებათ და კარგად ეგუებიან ცხოვრების ასეთ სახეს. ისინი გალიებში წარმატებულად მრავლდებიან მრავალი წლების განმავლობაში. კარგად მიირთმევენ სპეციალურ საკვებსაც.
სახლის პირობებში ტალღისებრი თუთიყუშის ძირითადი საკვები არის მარცვლეულ კულტურათა “ნარევი”, რომელიც ყოველ ზოომაღაზიაში იყიდება. მასში შედის სხვადასხვა მარცვლები, როგორიცაა პროსო (იხ. 1-2 სურათებზე), ხორბალი, ქერი, თესლი კანარის ჩიტებისათვის (იხ. 3 სურათზე) და სხვა. დამატებითად შეგიძლიათ მისცეთ მზესუმზირის მარცვლები, მაგრამ მცირე რაოდენობით, რადგან ის ძალიან ასუქებს ფრინველს, რაცუარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე.
ტალღისებრი ტუთიყუშები დიდი სიამოვნებიტ ჭამენ ბალახეულის თესლებსა. მაგალითად ბაბუაწვერასა და მრავალძარღვას. ბაბუაწვერას თესლი შემდეგნაირად უნდა ააგროვოთ: ის აქვს მხოლოდ თეთრ ბაბუაწვერას (ანუ როდესაც ყვითელი ყვავილი გადაიქცევა თეთრ “წვერებად”). ეს “თეთრი წვერი” უნდა ფრთხილად მოწყვიტოთ და მაკრატლით მოაჭრათ ზედა ნაწილი, დარჩება მხოლოდ თესლები. მრავალძარღვის თესლების ასაგროვებლად საკმარისია მხოლოდ მისი მოწყვეტა და გაშრობა. ამის შემდეგ თესლები თვითონ მოსცილდებიან ღეროს.
გარდა ამ საკვებისა, აუცილებელია მათთვის მოხარშული კვერცხის, ფაფების, ხაჭოსა და რძეში დასველებული ტეთრი პურის მიცემა. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი უნდა მისცეთ ძალიან მცირე რაოდენობით.
ფაფებში იგულისხმება მოხარშული ბრინჯი ხორბალთან, ქერთან და პროსოსთან ერთად. ამის ჭამას ფრინველი უნდა მიეჩვიოს თავიდანვე, თორემ ზრდასრული თუთიყუში ფაფას ნაკლებად შეჭამს.
მოხარშული კვერცხი ვიტამინების დიდი წყაროა მათთვის. ის შეიცავსცილას, ცხიმებს, კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმსა და ვიტამინებს – A, B, D.
კვერცხი დაახლოებით 7-8 წუთის მანძილზე უნდა იხარშებოდე, ამის შემდეგ დაუჭერით პატარ-პატარა ნაჭრებად და აურიეთ დაფშვნილ თეთრი პურის სუხარებს. ერთი თუთიყუშისთვის სასურველია არაუმეტეს 5-7 გრამის მიცემა.თუთოებს თავიანთი სპეციალური საჭმელი აქვთ,მაგრამ ამასთანავე ძალიან უყვართ მოხარშული კვერცხი (გაციებული და წწვრიიილად დაჭრილი რა თქმა უნდა) გახეხილი სტაფილო,ვაშლი,ბანანი,საზამთროც კი უყვართ.. ასევე ზოომაღაზიებში იყიდება თუთოებისთვის ყველაზე საყვარელი კრეკერები-ეს არის თაფლიანი რარაც ვიტამინის პონტში,რომელიც აი რავი, არ შემხვედრია თუთო რომ არ უყვარდეთ.. 1ც-1გელ.წყალი უნდა უცვალოთ ყოველ დილით, ონკნის წყალი არ შეიძლება.. თუთოებს ძალიან უყვართ აქსესუარები,როგორიცაა კიბე,ხის ტოტები და სხვა სახალისო რაღაცეები,რომლებიც ლარები ღირს..
პირველი ნაბიჯები ასე თუ ისე რთულია..გაცნობა და შეჩვევა რამდეიმე კვირა გრძელდება.. მთავარია დაიმახსოვროთ რომ ყოველდღე უნდა გქონდეთ უშუალო ურთიერთობა- უნდა ელაპარაკოთ,უმღეროთ, რავიცი რაც გნებავთ.. ეცადეთ რომ პირველი კვირა გალიიდან არ გამოუშვათ,იმიტომ რომ ჯერ თავის სახლს და ადგილს უნდა შეეჩვიოს, სივრცეში კი დაიბნევა და გადაირევა.. ყოველდღიური საუბრის შემდეგ, გალიაში ხელით მიეფერეთ, ან საჭმელი მიაწოდეთ ხელით-თქვენი ხელიდან თუ შეჭამს ეს ძალიან დიდი პლიუსია.. არ დაგწყდეთ გული თუ დაფრთხება, არ მიგიშვებთ ან სულაც გიკბენთ.. ზოგადად ფრთხებიან და იკბინებიან მაშინ,როცა ეშინიათ.. მათ უნდა აჩვენოთ რომ არაფერია საშიში.. გალიაში ხელს რომ შეყოფთ,ეგრევე თუთოს ნუ ეძგერებით, ჯერ შორიდან მოუარეთ და აჩვენეთ რომ არაფერს უპირებთ, რომ მშვიდად ხართ და ისიც მოლბება.. თუ რეაქცია არ აქვს და ხელზე არ გაჯდებათ მაშინ თითები ფეხებთან მიუტანეთ,ოდნავ შეეხეთ ფეხებს და გადმოჯდება.. დაძალებით არაფერი არ დააძალოთ..
პირველ რიგში, თუ გსურთ თქვენმა თუთომ ლაპარაკი ისწავლოს, სარკე ჩამოუხსენით გალიიდან, და მეორე თუთო არ მოუყვანოთ.. დღეში მინიმუმ 1საათი შეუჩერებლივ უნდა ესაუბროთ და ის სიტყვა რომელიც თავიდან გსურთ რომ ისწავლოს ბევრჯერ უნდა უმეოროთ.. შეგიძლიათ მობილურზე ან კომპში თქვენი ხმა და ტექსტი ჩაწეროთ და სახლში როცა არ იქნებით ან უბრალოდ არ გეცლებათ ასმენინოთ ხოლმე თქვენს თუთოს.. ყოველდღიური მსგავსი მეცადინეობის შემთხვევაში სავარაუდოდ 2დან 4თვეში ისწავლის ლაპარაკს.. მაგრამ ფრთხილად- როცა რამდენიმე ფრაზას ისწავლის, შემდეგ თქვენზე აღარ იქნება დიდად დამოკიდებული მისი ლექსიკონი- ილაპარაკებს შემდეგ იმას,რასაც ხშირად მოისმენს..
საქართველოში იყიდება ბევრი სახის და ზომის გალიები,მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ თუ რომელია კარგი ხარისხის და რომელი არ ვარგა.ამის გაკეთება იოლია:უნდა დააკვირდეთ თვითონ გალიის მავთულებს,ხომ არ ექერცლება საღებავი(უკეთესია თუ მავთულები იქნება უჟანგავი ან მონიკელებული მაინც),ქვედა კორპუსის პანელი ანუ პლასტმასის ძირი არ უნდა იყოს თხელი,არ უნდა იყოს მყიფე და მოუხერხებელი-გამოსაწევი ძირის მოძრაობისას,უნდა დარწმუნდეთ,რომ არ არის ჩინური წარმოების(მქონდა შემთხვევა მენახა ასეთი გალია და დავრჩი უკმაყოფილო),არ უნდა იყოს ძალიან პატარა ზომის(ვინაიდან თუთიყუში ვეღარ მოძრაობს და ვერ დაფრთხიალებს ასეთ პატარა გალიაში,რაც იწვევს ფრთების კუნთების ატროფიას-შესაძლებელია მან დაიზიანოს ფრთები ასეთ პატარა გალიაში),სასურველია იყიდოთ ”ფ.ერპლასტის” ან სხვა რომელიმე ევროპული წარმოების გალია(თუმცა ვიცი,რომ თბილისში იყიდება აქ წარმოებული გალიებიც რომლებიც კარგი ხარისხისაა),უნდა მოყვებოდეს გალიას თავისი სარწყულებელი ანუ წყლის დასალევი მოწყობილობა და საკვების-საკენკის ჩასაყრელიც(მიაქციეთ ყურადღება იმას,რომ ეს მოწყობილობები უნდა იყოს ღია და არა დახურული სახის,რადგან შესაძლებელია პატარა ზომის თუთიყუში თამაშის დროს გაიჭედოს შიგნით და თქვენი სახლში არ ყოფნის დროს დაიღუპოს),ქანდარებიც მოყვება ხოლმე ხშირ შემთხვევაში გალიებს,მაგრამ ესენი არის პლასტმასის და სასურველია რომ იყოს ხისგან,თუმცა ყველა ხის ტოტი არ გამოდგება(ზოგი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს,რომლებიც დამღუპველია თუთიყუშებისთვის),ზომაც ქანდარის უნდა იყოს არა უმეტეს და არანაკლები 1,5სანტიმეტრისა(ეს ზომა მიესადაგება მხოლოდ ტალღისებურ და მოსიყვარულე თუთიყუშებს
Subscribe to:
Posts (Atom)